X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების მომზადების პროცესში

23 ივლისი 2021

„ქვეყანაში თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების წინაპირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია ქვეყნის დასახლებები განვითარდეს მოწესრიგებულად, ეს ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ინვესტირებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მოწყობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია მისი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სწორად წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება.

,,სამინისტრო, როგორც სივრცითი მოწყობის პოლიტიკის წარმმართველი, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გააგრძელებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავებას, მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და მართვას. ამჟამად შემუშავებულ 73 სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტს დაემატება ბათუმის, ციხისჯვარის, ხადას ხეობის და ქვეყნის სხვა ტერიტორიების სივრცის მოწყობის დოკუმენტები. სამინისტრო გააგრძელებს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების მომზადების პროცესში“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.